პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ, მისი დუმილის დარღვევას პოლიტიკური ხმაური მოჰყვა. მან თქვა: არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდანო. პოლიტიკოსები და ექსპერტები ცდილობენ გამოიცნონ, ვისთან ერთად და ვის წინააღმდეგ ბრუნდება გახარია?
"უნდა მივესალმოთ დანიელსონის მობრუნება", - ეუბნება რადიო თავისუფლება ნინო სამხარაძე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" პოლიტიკის ანალიტიკოსი და შვედი დიპლომატის მისიას საქართველოში ასე განმარტავს: "მედიაციის პროცესი დაპირისპირებული რიტორიკის უკომპრომისო შეხლისგან დაცვის მცდელობაა".
მოძრაობის - "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე ეხმაურება უკანონო თვალთვალის შესახებ ტელემედიით გავრცელებულ ინტერვიუს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთან, რომელიც ახლა ციხეშია: "ჩვენ უნდა ვეძიოთ საიდან მოდიოდა პოლიტიკური დაკვეთა და აქ პირველ რიგში კითხვებს პასუხები უნდა გასცეს ირაკლი ღარიბაშვილმა".
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიაციას ევროკავშირი მიმდინარე კვირის ბოლოდან განაახლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიღო.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, გოგა აფციაური ხურვალეთიდან მოგვითხრობს და იხსენებს "დათა პაპას": "არ ეგუებოდა ოკუპაციის ამ ფორმას - მავთულხლართს, გადმოდიოდა, არჩევნებში იღებდა ხოლმე მონაწილეობას. მახსენდება საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებზე გადმოდიოდა და ხელები ჰქონდა დაჭრილი მავთულხლართებისგან".
"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველზე აცხადებს: "ერთი მილიონი ადამიანის - არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის ხმა არ არის ასახული პარლამენტში, ანუ პარლამენტი ვერ დაკომპლექტდა და ეს ცოტა მიზეზია, რომ ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ?".
ჩამოტვირთე მეტი