250-მდე ადამიანი დააკავეს ბელარუსში 25 მარტის აქციაზე, რომელსაც, როგორც ლუკაშენკას ოპონენტები იმედოვნებდნენ, კვლავ უნდა გაეღვივებინა საპროტესტო მოძრაობის მუხტი.
კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ პოლიტპატიმრის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.
34 987 ლარი პროექტირებისა და 1 612 826 ლარი კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის - ეს არის ის თანხა, რაც მერიამ 2019-20 წლებში დახარჯა პარლამენტის წინ 2 540 მ2-ის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიისგან გამოითხოვა.
პირველი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას ისევ ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი შეეცდება.
25 მარტს თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლის მიზანიც თბილისში, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაა. 500 000 ლარი კვლევა-პროექტირებაზე დაიხარჯება, 6,5 მილიონი მშენებლობაზე.
"დროა!"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია "დილის საუბრებში" ყვება ე.წ. "გარეჯის საქმის" ფიგურანტად და მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის მიერ "ჭეშმარიტად დიდ კაცად" წარმოჩენილ დავით ხიდაშელზე, რომელზეც "დროა!"-მ 25 მარტს იუტუბზე გამოაქვეყნა ვიდეო - "ვინ არის დავით ხიდაშელი?! - გარეჯის რუსული საქმე".
"ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენელი, გიორგი ჩიტიძე ლაპარაკობს ევროკავშირის მედიატორობით წარმართული დიალოგის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე: "ჩვენი მოწოდება არის მედიატორების მიმართ, რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, როგორც მიუკერძოებელმა და ობიექტურმა მხარემ".
„ორი წელიწადი საპროტესტო აქციებზე ვიარე. ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა დაკავების, ჯარიმების და დაპატიმრებისა, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსმა აქტივისტმა ურალიდან, რომელმაც, სხვა აქტივისტების მსგავსად, სამშობლო დატოვა.
გიორგი ფანიაშვილი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში 13 წელი მუშაობდა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციიდან გათავისუფლებას უკავშირებს Civil.ge-ზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებას.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობას იწყებს ისე, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო კანონპროექტის დამტკიცება შეუძლებელია, სანამ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტს არ შეწყვეტს.
ჩამოტვირთე მეტი