29 მარტს ნატოს თავისი საუკეთესო საავიაციო პოტენციალის დემონსტრირება მოუხდა იმისათვის, რომ არ დაეშვა ერთბაშად რამდენიმე რუსული გამანადგურებლისა და ბომბდამშენის მიახლოება ალიანსის საზღვრებთან ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის თავზე.
ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ჯერ ისევ მიუღწეველია ევროკავშირის მიზანი - გამონახოს კრიზისის დაძლევის გზები საქართველოში. უშედეგო აღმოჩნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ორი მცდელობა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ, ხატია დეკანოიძეს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში აშ-ის მეტად აქტიური როლი გამოიკვეთება. ამასთან, ის აცხადებს: "შემდეგი მოლაპარაკებები თუ იქნება, უკვე არ მესახება ნიკას გარეშე ამ მოლაპარაკებებზე ოფიციალურად შესვლა".
ანა ნაცვლიშვილი "დილის საუბრებში" განმარტავს რატომ არ თვლის დამნაშავედ ოპოზიციას შეთანხმების მიუღწევლობაში: "ვერ დავადანაშაულებ, რადგან სავარაუდო შეთანხმების ის შინაარსი, რაც მაგიდაზე დაიდო, ამ ქვეყანას ვერ გააღვიძებდა უფრო ევროპული პერსპექტივის საქართველოში, ვერ გამოიყვანდა ქვეყანას გაძლიერებულს".
არარეფორმატორი მოსამართლეების ჯგუფი, რომელსაც "კლანად" მოიხსენიებენ, პოლიტიკურად მიჩნეული დაკავებები, "მაყურებლების" ფენომენი, დაუსჯელობა, ანგარიშვალდებულების სიმცირე - ნახეთ, კიდევ რა და ვინ მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა წლიურ ანგარიშში საქართველოზე.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მედიატორმა გამოაქვეყნა 5-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც, მე-4 პუნქტში, საუბარია ევროპარლამენტთან თანამშრომლობაზე „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში.
ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, ოთხი ბრძანება გამოსცა და ორი კრება ჩაატარა. 4 ბრძანებიდან სამი იმ სასულიერო პირების დასჯის განკარგულებებია, ვისაც სტეფანე თავისი წინამორბედის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერებად თვლის.
ბიზნესმენმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა გენადი გუდკოვმა, მწერალმა ქსენია ლარინამ და სხვა ცნობილმა მოღვაწეებმა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ოპონენტზე შურისძიებად შეაფასეს რუსი სამართალდამცველების მიერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ ივან ჟდანოვის მამის დაპატიმრება.
ჩამოტვირთე მეტი