წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.
ტახტისძირისა და დირბის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღოღეთსა და თამარაშენშიც გამოჩნდნენ. სოფლების მიმდებარე მინდვრებში, საოკუპაციო ბანერებთან, მათ ახალი ხის ძელები ჩასვეს.
მოძრაობის "საქართველოსთვის" აქტივისტი, კონსტიტუციონალისტი, გიორგი მუმლაძე თვლის, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა ნაჩქარევი იყო, საჭირო იყო ვადამდელი არჩევნების მიღწევა - "უნდა გაგრძელებულიყო ბოიკოტი, ვიდრე "ქართული ოცნება" დათმობდა"და პოლიტიკურ სპექტრს უწოდებს "პოლიტიკოსებს ხალხის გარეშე".
ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ იქნება გამოძიებული 20 ივნისთან დაკავშირებული მძიმე დანაშაულები, მათ შორის, არ მოხდება მაკო გომურისთვის დამიზნებით მსროლელის დადგენა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამნისტიის კანონი ასეთ პირს არ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, "პოლიტიკოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას - რა არის სწორი და რისი გაკეთება არ შეიძლება". ამასთან, ამნისტიაზე ის აცხადებს : "წარმოუდგენელია, მხარი დვუჭირო რაიმე ისეთს, რაც დააკანონებს ან დაუშვებს დაუსჯელობას მძიმე უფლებადარღვევებისთვის".
ფოთის პორტის განვითარების ფონზე, ჯერ ისევ ბუნდოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ბედი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიში ანაკლიის ჩაძირვაში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა ინტერესებს მიანიშნებს.
სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი ან არაეთიკური აქტივობა - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის” მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების შესწავლის და მათი კანონთან შესაბამისობის კვლევისას, აღმოაჩინა 11 მოსამართლე, რომელთა დიპლომები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც მოსამართლის განათლების და კვალიფიკაციის მიმართ არსებობს.
სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში, მერი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ წლიდან წლამდე რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის გადაადგილება, თუმცა, ამასთან ის აღწერს გარკვეულ განსხვავებებსაც დე ფაქტო ხელისუფლებების მიდგომებში.
ჩამოტვირთე მეტი