საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში, ელიკაშვილების სახლის კედელი ჩამოინგრა. სახლი ომისგან დაზიანებული და დამწვარია.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც საუბარია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვაზე. გერმანელი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეა, თბილისშია - საქართველოს ის 2 აპრილს დატოვებს.
ევროკავშირის მედიაციით წარმართული დიალოგის ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ევროპარლამენტში საქართველოსთვის დასაწესებელ შესაძლო ფინანსურ სანქციებზე ალაპარაკდნენ.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების ფონზე ფიქრობს, რომ "არ არის გამორიცხული, შეიცვალოს ტონი, დამოკიდებულება და მათ შორის ის დახმარებები, რომლებსაც საქართველო იღებს, როგორც ევროკავშირიდან ასევე აშშ-დან".
GIP-ის უფროსი მკვლევარი, ბიძინა ლებანიძე თვლის, რომ საქართველოს თავისი მიზნების მისაღწევად პოლიტიკური სტაბილურობა და ევოლუციური განვითარება სჭირდება: "ამას მოითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომ საქართველოში დაინახონ სტაბილური პოლიტიკური პარტნიორი".
"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ არსებობს კომპრომისის "საკმაოდ დიდი" რესურსი. საკუთრივ კომპრომისს კი ასე განმარტავს: "კომპრომისი არ უნდა იყოს განხილული როგორც ორ ძალას შორის ურთიერთობის დარეგულირება. ეს არის ქვეყნის გადარჩენის საკითხი!".
ჩამოტვირთე მეტი