ჭყონდიდის ეპარქიაში სინოდის მიერ მივლენილ ეპისკოპოს სტეფანეს ორი თვეც არ დასჭირდა იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯა 20-მდე სასულიერო პირი და საქმით დაემტკიცებინა ის, რასაც ქადაგებების დროს ამბობს: ყველას, ვინც იხმაურებს, „ფრთებს შეუკვეცავს”.
ვიდრე საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისი არ ნელდება, ვითარება სულ უფრო იძაბება უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთი სწრაფად ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას და აგრძელებს მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში, ელიკაშვილების სახლის კედელი ჩამოინგრა. სახლი ომისგან დაზიანებული და დამწვარია.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც საუბარია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვაზე. გერმანელი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეა, თბილისშია - საქართველოს ის 2 აპრილს დატოვებს.
ევროკავშირის მედიაციით წარმართული დიალოგის ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ევროპარლამენტში საქართველოსთვის დასაწესებელ შესაძლო ფინანსურ სანქციებზე ალაპარაკდნენ.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების ფონზე ფიქრობს, რომ "არ არის გამორიცხული, შეიცვალოს ტონი, დამოკიდებულება და მათ შორის ის დახმარებები, რომლებსაც საქართველო იღებს, როგორც ევროკავშირიდან ასევე აშშ-დან".
ჩამოტვირთე მეტი