2021 წლის პირველ სამ თვეში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მმართველმა პარტიამ 3 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 2 მილიონზე მეტი - მხოლოდ მარტში.
საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე საგანგებო დისკუსია გამოიწვია აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ. რამდენად რელევანტურია საზოგადოებრივი აზრის თებერვლის გამოკითხვა? რა გზავნილი მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა?
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი - რომელიც მონაწილეობას აპირებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - ვლადიმერ პოზნერთან ინტერვიუში საუბრობს სომხეთის ისტორიულ პრორუსულ ვექტორზე. ის სომხეთის ყველაზე დიდ, „ეგზისტენციურ და ისტორიულ“ საფრთხედ ასახელებს თურქეთს და საილუსტრაციოდ აჭარაზე მიუთითებს.
საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, ნოდარ ტანგიაშვილი აანალიზებს როგორც არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, აგრეთვე ეხმაურება IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს: "განწყობა არის, რომ 60% არ უჭერს მხარს ბოიკოტს". მისი თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს საარჩევნო რეფორმაზე, რომ არ გამეორდეს ის, რაც 2020-ში მოხდა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ სჯობდა ოპოზიციას ხელი მოეწერა დანიელსონის მიერ შემოთავაზებული თუნდაც ნაწილობრივ მიუღებელი დოკუმენტისთვის: "აუცილებლად უნდა მოეწერათ ხელი... დასავლეთი უნდა იყოს შენი მოკავშირე და არა ის, რომ ორივეს გეუბნებოდეთ - შენც ცუდი ბიჭი ხარ და შენცო".
ჭყონდიდის ეპარქიაში სინოდის მიერ მივლენილ ეპისკოპოს სტეფანეს ორი თვეც არ დასჭირდა იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯა 20-მდე სასულიერო პირი და საქმით დაემტკიცებინა ის, რასაც ქადაგებების დროს ამბობს: ყველას, ვინც იხმაურებს, „ფრთებს შეუკვეცავს”.
ვიდრე საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისი არ ნელდება, ვითარება სულ უფრო იძაბება უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთი სწრაფად ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას და აგრძელებს მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას.
ჩამოტვირთე მეტი