ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იქ დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართები გაავლეს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები შეღობეს.
რუსთავის ციხიდან 10 მაისს გამოსულმა ნიკა მელიამ 11 მაისს წამოიწყო კონსულტაციების პროცესი სადავო საკითხების შესაჯერებლად, როგორც ენმ-ის შიგნით, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ისიც - მიიღებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარე მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.
თვითონ ამბობენ, რომ გადადგნენ, გორის მერი კი ამბობს, რომ უსაქმურობის გამო გადააყენა. ფაქტია, რომ უკვე ყოფილმა ვიცე-მერებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, მერს ბრიფინგი დაასწრეს და გადადგომის შესახებ განაცხადეს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე თვლის, რომ შეთანხმების შესრულებაზე "ნაციონალურმა მოძრაობამაც" უნდა აიღოს პასუხისმგებლობა: "რაც მეტნი ვიქნებით ამის შესრულებაზე პასუხისმგებელი, მით მეტი ძალა ექნება შეთახნმებას, მით უკეთესად ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას", შეასრულოს, რაც აქ წერია".
გრიგოლ გეგელია თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში ოპოზიციურ ძალებს შორის "სტრატეგიული კოორდინაცია" მნიშვნელოვანია. ის აგრეთვე აცხადებს: "როგორც რიგით მოქალაქეს და როგორც ოპოზიციონერ კოლეგას იმედი მაქვს "ნაციონალური მოძრაობაც" შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს".
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებამდე აცხადებს, რომ ემხრობა პარლამენტში შესვლას - "ნებისმიერი ინსტრუმენტია გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ვებრძოლოთ რეჟიმს. მესმის, სხვადასხვა მოსაზრებაა ჩვენს ამომრჩევლებში. არ არის ადვილი გადაწყვეტილება".
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მონაწილეობა მიიღო „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. ევროპის დროით 22 საათზე კი სამიტის მონაწილეებს მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც დანიშვნის შემდეგ არაერთი გახმაურებული ჩხუბის მონაწილე გახდა, მთელი ეს პერიოდი არ ელაპარაკებოდა მედიას. დღეს მან ჟურნალისტები ეპარქიაში დაიბარა, თუმცა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ისინი "მორალურ ტერორში" დაადანაშაულა.
77-დღიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის ციხიდან გამოსულ ნიკა მელიას სრულიად სხვაგვარი პოლიტიკური რეალობა ხვდება. მისგან ოპოზიციის ერთი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანებული ოპოზიციური ერთობის კვლავ განმტკიცებას მოელის.
ჩამოტვირთე მეტი