დაბომბვა ისრაელში არავის უკვირს, მაგრამ იმის მსგავსი, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება, არც იქაურ მოქალაქეებს უნახავთ და არც საქართველოდან სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს.
ნიკა მელია რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავად თითქმის უკვე მზად არის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ არ სურს ეს ეთერიდან გახდეს ცნობილი მისი თანაპარტიელებისთვის. თუმცა ფიქრობს, რომ ამ ინტერვიუს მნახველი შეძლებს ამოიცნოს მისი პოზიცია.
გორის სათემო რადიო "მოზაიკის" ხელმძღვანელი, გვანცა დოლუაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის პრაქტიკის ნაკლოვანებებზე ლაპარაკობს: "გორის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი 42 მილიონია, საიდანაც 20 მილიონზე მეტს ხარჯავენ აიპების დაფინანსებაზე", რაც წინააღმდეგობაშია 4 წლის წინანდელ დაპირებებთან.
თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ "დღევანდელი პარტიების დღის წესრიგი დაშორებულია საზოგადოების უდიდესი ნაწილის დღის წესრიგს". ის აცხადებს: "ცვლილებების გზა არის ორი - ერთია საპარლამენტო საქმიანობა, მეორე - რევოლუციური გზა. მეტი კაცობრიობას არ მოუგონია. საქართველო დღეს რევოლუციური სცენარისთვის მზად არ არის".
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იქ დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართები გაავლეს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები შეღობეს.
ჩამოტვირთე მეტი