ლიტერტურის მუზეუმის გაბზარული კედლები და ჩამონგრეული ჭერი, ხალხური საკრავების მუზეუმის გამსკდარი იატაკი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სხვადასხვა კულტურულ ინსტიტუციას ეცნობა და შეხვედრების შემდეგ ავარიული შენობების ფოტოებს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ათავსებს.
ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, 13 მაისს „ძალიან მძიმე ღამე“ ჰქონდათ, ღაზის სექტორთან ახლოს განლაგებულ ქალაქებში.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამი კვირაა ერთი სოციალური მუშაკი გეგმიურ ვიზიტებს ახორციელებს - ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაპირისპირების კონტექსტს განმარტავს. ის ამბობს: "როცა ვსაუბრობთ "ჰამასისა" და ისრაელის დაპირისპირებაზე, არ არსებობს ორი აზრი, რომელია დესტრუქციული და რომელმა მხარემ შემოიტანა ტერორის ელემენტები".
ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი აღნიშნავს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე კრიზისს უწინდლისგან განასხვავებს ის, რომ "ჰამასმა" ამჯერად მოახერხა პირდაპირი დარტყმები განეხორციელებინა ისრაელის ქალაქებზე - "ეს დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა "ჰამასი" მიიღებს საკმარის ზიანს", - აცხადებს ის.
დაბომბვა ისრაელში არავის უკვირს, მაგრამ იმის მსგავსი, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება, არც იქაურ მოქალაქეებს უნახავთ და არც საქართველოდან სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს.
ჩამოტვირთე მეტი