„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ითარგმნება და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას, ყველაზე გვიან, 21 მაისს გადაეგზავნება. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ცვლილებები საზაფხულო არდადეგებამდე დამტკიცდეს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება და საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - ვის დაასახელებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ კანდიდატებად დედაქალაქის მერის პოსტზე.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში „ოფიციალური ვიზიტის“ ფარგლებში შეხვდა ქვეყნის დიქტატორ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს. ბჟანია, ასევე, მიიღო მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელობით მესამე, ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.
პლატფორმა "სალამ"-ის წევრი ქამრან მამადლი თვლის, რომ დმანისის ამბავში სახელმწიფო ერთჯერადი ჩარევით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ საჭიროა მან გრძელვადიანად იზრუნოს ინტეგრაციაზე: "სახელმწიფო პოლიტიკებს, სტრატეგიებს ვწერთ ინტეგრაციაზე, მაგრამ ადამიანების დონეზე, სოფლების დონეზე სახელმწიფო არ ჩადის".
თამთა მიქელაძის შეფასებით, "ეთნიკური უმცირესობების გარიყულობა ინსტიტუციონალიზებულია". ამასთან, ის ამბობს: "ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმ ეთნოცენტრისტული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც კულტურულად დომინანტურ ჯგუფს რატომღაც დაგვაჯერა, რომ ვიღაც ჩვენზე ნაკლები მოქალაქეა, ნაკლები ადამიანია...".
ჩამოტვირთე მეტი