“ნამახვანჰესთან” დაკავშირებული ვნებათაღელვა კარგა ხანია გასცდა მხოლოდ გარემოსდაცვითი წუხილების სივრცეს და დაპირისპირებამ სახელმწიფოს სამართლებრივ-ეკონომიკური ვალდებულებების ჭრილშიც გადაინაცვლა.
ავიაკომპანია “Belavia-ს” თვიმფრინავი, რომელიც მინსკიდან ბარსელონაში მიფრინავდა, წრეებს არტყამდა პოლონეთის საზღვართან, რადგან ევროკავშირის საჰაერო ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელიც დღეს, 26 მაისს გაიმართა და რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე 4 კანდიდატი დაასახელეს და ოთხივე აირჩიეს.
ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე "დილის საუბრებში" გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენებას ეხმაურება: "როცა კვინიტაძე თბილისიდან იხევდა, 24 თებერვალს, მისი მიზანი იყო ისევ თბილისში დაბრუნება მცხეთიდან, ომით. მან ეს ვერ მოახერხა და სიმბოლურია, რომ თბილისში "ბრუნდება" ამ ომის ასი წლისთავზე".
"უფლებები საქართველო"-ს მართლმსაჯულების პროგრამების კოორდინატორი, კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს დღეს უწევთ გადაწყვეტილების მიღება "ამერიკისა და ევროკავშირის მოწოდების საწინააღმდეგოდ". ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრს ირჩევენ.
საქართველოს პარლამენტს ამნისტიის ორი, განსხვავებული კანონპროექტისთვის 25 მაისს პირველი მოსმენით უნდა ეყარა კენჭი. თუმცა პროცესი შეჩერდა.
ჩამოტვირთე მეტი