13 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მაისის დასაწყისში კვლავ მიიპყრო მედიის ყურადღება. მან პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაახმაურა და დასავლეთის უზნეობასა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის, „ძმაკაცობის“ შესახებ ილაპარაკა.
აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ბელარუსის რეჟიმი განაგრძობს რეპრესიებს და სულ უფრო მეტ ოპონენტს ასამართლებს „მასობრივი არეულობისა“ და „ექსტრემიზმის“ მუხლით.
რუისისა და ურბნისის ეპარქიაში 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე მომხდარი დაპირისპირების გამო არც გამოძიება დაწყებულა და არც საპატრიარქოს უთქვამს რამე ოფიციალურად.
პოლიტიკური მოძრაობა "დროა"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოკუპაციის საკითხზე ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხზე ლაპარაკობს: "პრობლემას იმაში კი ვერ ვხედავ, რომ არ ვიცით იქ რა უნდათ, პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორც ქვეყანა, რა მიმართულებით მივდივართ".
ორგანიზაციის "ეს ქვეყანა შენია" დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია აფხაზებთან დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: "აფხაზები არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც იქ უნდა დავბრუნდეთ. როგორ წარმოდგიდგენიათ დაბრუნება სადღაც, თუ არ ელაპარაკები იქაური მოსახლეობის ნაწილს?".
„შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების პროცესი ჯერ თითქმის არ დაწყებულა და ხელმომწერი ოპოზიცია უკვე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შედგენილი კანონპროექტის ხარვეზებზე ლაპარაკობს და აქვე ყურადღებას ამახვილებს მე-4 მუხლის შინაარსზე: "ეჭვი მაქვს, რომ ბევრმა, ვინც კომენტარებს იძლევა, არ წაიკითხა ეს კანონპროექტი, რადგან მთავარი პრობლემა დევს - მეოთხე მუხლში".
GDI-ს თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აფასებს და მათ შორის, აღნიშნავს, რომ პირის მიერ ამნისტიაზე უარის ართქმის პირობა ერთი მხრივ, "სამართლებრივი ნონსენსია", მეორე მხრივ კი |"აზიანებს შეთანხმების სულისკვეთებას".
ჩამოტვირთე მეტი