გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. სოფლის ეკლესია და სასაფლაოს ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი.
დავა დაიწყო დიდ ფულზე და როცა ბიზნესპარტნიორებმა შემოსავალი ვერ გაიყვეს, მტყუან-მართლის გასარჩევად არა სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ კანონიერ ქურდს მიმართეს. სასამართლოს სხდომის ნაცვლად, „ქურდული გარჩევა“ გაიმართა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი 2020 წელს პარტიების შემოსავლებზე ლაპარაკობს. ის თვლის, რომ პარტიების დაფინანსება არ უნდა იყოს მიბმული მათ საპარლამენტო საქმიანობაზე. ლევან ნატროშვილი აღწერს კორუფციულ რისკებს, რაც პარტიებისთვის თანხების შეწირვას ახლავს თან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მართალია, ოფიციალურად კვლავინდებურად არ ცნობს თავის ქალიშვილებს, მაგრამ ზოგჯერ მათთან ერთად მონაწილეობს ერთსა და იმავე ღონისძიებაში.
ყოფილი თანაგუნდელებისგან ღალატში დადანაშაულებული ექსპრემიერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია და რომ ასეთი ვითარება ხელისუფლების ლეგიტიმაციის არარსებობით არის განპირობებული.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდიას თქმით, პარლამენტის ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება აჩვენებს, რომ, პარტიული განსხვავებების მიუხედავად, დეპუტატებმა შეძლეს "შეჯერება იმაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ეროვნული ინტერესი".
პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ნონა მამულაშვილი "დილის საუბრებში" აცხადებს: "ვიძახდით და დღესაც ვამბობთ, რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, რადგან, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" მოპარა მოსახლეობას არჩევნის უფლება და ფაქტობრივად ხმების ქურდები სხედან დღეს პარლამენტში".
პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი "დილის საუბრებში" თავის პროფესიულ გზასა და პოლიტიკაში მოსვლის ამბავს ჰყვება - "ყველა ეტაპზე და სადაც ვიყავი, მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი და ვთვლი, რომ სახელმწიფოს ვემსახურებოდი პატარა პოზიციებზეც, შუა რგოლის მენეჯმენტშიც და მაღალ პოზიციებზეც".
საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ბიზნესმენი ჰასან ხალიტოვი, როგორც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მომზადების მოწმე, საქართველოს სპეცსამსახურებმა შარშან ზაფხულში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ხალიტოვის ცხოვრება ამის შემდეგ ნამდვილ კოშმარად იქცა.
ჩამოტვირთე მეტი