კულტურის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს შემჭიდროებული ვადებით, მწირი ბიუჯეტით და პირობით, რომ ხელოვანები წინასწარ გათვლიან ყველა მოსალოდნელ შედეგს, მათ შორის, მათ პროექტზე შესაძლო უარყოფით გამოხმაურებასაც.
ექიმ დავით ოთიაშვილის თქმით, წლებია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე წამოწყებული ნებისმიერი დისკუსია სრულდება ძალოვნების არგუმენტით, რომელიც "ყოველთვის წონის ექიმების და აქტივისტების პოზიციას, რაც ხანდახან სასაცილოც არის. არგუმენტები ბოლო 30 წელია არ შეცვლილა - რომ ლიბერალიზაცია გამოიწვევს აფეთქებას".
"აღარც ცდილობენ, რომ მათი ქმედება ჰგავდეს დემოკრატიული ქვეყნის მმართველობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს", - ასე ეხმაურება GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე "ქართული ოცნების" 23 ივნისის განცხადებას მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესისა და 19 აპრილის შეთანხმების შესახებ.
ხანგრძლივი ლოდინი ექსპერტიზის დასკვნისთვის, არაუფლებამოსილი პირები ბიუროში, მიკერძოებული სპეციალისტები მნიშვნელოვან საქმეებში - რადიო თავისუფლებამ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს გადახედა და ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ბევრი საყურადღებო ხარვეზი აღმოაჩინა. იგივეს ადასტურებენ ადვოკატებიც.
ის, რაც ექსპერტებისა და საზოგადოების ნაწილისთვის საქართველოში წლების განმავლობაში აშკარა იყო, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიევში აღიარა - დაიკარგა დრო უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში.
ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ 23 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანი არის ერთადერთი - ზაზას გათავისუფლება. მისი თქმით, დღემდე ოჯახი ჩუმად იყო, რომ, ხელი არ შეეშალა ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესისთვის, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია.
ჩამოტვირთე მეტი