ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
თბილისი პრაიდამდე ერთი დღე რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, როგორ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც ის არის ცნობილი, როგორ რეაგირებს სახელმწიფო საჯაროდ გაკეთებულ ძალადობრივ მოწოდებებზე.
პარლამენტის წევრი, "გირჩის" წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია, რომელიც თავადაც არ ერთვება მოსამართლეების შერჩევის პროცესში, ოპოზიციას პროტესტის ფორმისა და სასამართლოზე კონცეფციის უქონლობის გამო აკრიტიკებს. ის ასევე თვლის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერც 19 აპრილის შეთანხმების შესრულება უზრუნველყოფდა.
პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომან გოცირიძე მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის ამ პროცესიდან გამოსვლა "ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა" და პროცედურის გაგრძელებას "სრულ უსინდისობას" უწოდებს.
საქართველოს პარლამენტმა 28 ივლისს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
"ლელო - საქართველოსთვის" წევრი ცესკოში, გიორგი სიორიძე ხსნის - რატომ არ დაუჭირა პარტიამ მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. ის პროცესის კონსტრუქციულ და პოზიტიურ ნაწილსაც აღნიშნავს, თუმცა აცხადებს, რომ ""ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ისეთი ნაღმიც ჩადო, რომელიც პრინციპულად მიუღებელი იყო "ლელოსთვის"".
EECMD-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე ლაპარაკობს საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხსა და EECMD-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, მათ შორის - "შიდაპარტიული დემოკრატიის ინდექსზე", სადაც ყველაზე მსხვილი პარტიები რეიტინგის ბოლოსკენ არიან. ლიდერებზე მოისმინეთ ინტერვიუში:
ჩამოტვირთე მეტი