საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ბიზნესმენი ჰასან ხალიტოვი, როგორც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მომზადების მოწმე, საქართველოს სპეცსამსახურებმა შარშან ზაფხულში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ხალიტოვის ცხოვრება ამის შემდეგ ნამდვილ კოშმარად იქცა.
საპარლამენტო ბოიკოტის ეპოქა დასრულდა. 7-თვიანი პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ სულ ორიოდე კვირაა დარჩენილი მომავალ არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე გადაწყვეტილებების მისაღებად. სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვეა იხილავს და ცდის ტექნიკურ საშუალებებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალებას უნდა შეუწყოს ხელი.
ეკა გიგაურის თქმით, ფილიპ რიკერის სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის დღის წესრიგი ძირითადად შარლ მიშელის დოკუმენტმა განსაზღვრა: "შარლ მიშელის დოკუმენტი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ფაქტობრივად არის გზა იმისკენ, როგორ წავიდეს წინ ქვეყანა და როგორ დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს".
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, ხათუნა სამნიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის დეტალების გარდა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაპარაკობს რესპუბლიკურ პარტიაში ცვლილებების მიზეზზეც: "არ ვფიქრობ, რომ ტექნიკური ფრაქცია იყო ძირითადი მიზეზი".
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, ანა ნაცვლიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის მთავარ საკითხებზე ყვება: "ძალიან მნშვნელოვანია ჩვენი მეგობრების, პარტიონრების მხრიდან ამ კრიზისის აღიარება და იმის დემონსტრირება, რომ ამ კრიზისში მარტო არ დაგვტოვებენ".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა 7 ივნისს საქართველოში შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას „ქართული ოცნება“ ღალატში ადანაშაულებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარის თანამონაწილედაც განიხილავს.
ჩამოტვირთე მეტი