ათობით ადამიანი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა წაშალა მათი კრიტიკული კომენტარები, ზოგის ავტორი კი დაბლოკა კიდეც. იურისტებს და აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა. მათი აზრით, სასამართლო დავის შემთხვევაში, მოქალაქეებს აქვთ შანსი, მოუგონ პრემიერ-მინისტრს.
გადადგომის შესახებ მედიის წარმომადგენლების ულტიმატუმს პრემიერ-მინისტრმა 12 ივლისს მძიმე პოლიტიკური ბრალდებებითა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო შეფასებებით უპასუხა.
ტვ პირველის ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე აცხადებს: "შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „გამაოგნებელი უმოქმედობის“ უკან იყო ქმედება, ძალიან შეთანხმებული საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის" და "შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველამ - ხელისუფლებამ, საპატრიარქომ - ვისაც ჩვენი ჯინი ჰქონდა, ბრბოს ხელით გვცემეს".
საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შსს-ს "უსუსური მცდელობაა" მოახდინოს ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია და ამით ცდილობენ 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის აცილებას - "ვურჩევ გამოძიებას, მეტი ძალისხმევა მოახმაროს მოძალადეების გამოვლენასა და დასჯას".
9 ივლისს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მესამე შუალედური ანგარიში, რომელიც საქართველოს აკრიტიკებს სასამართლოს შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევისა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გამო.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების თეთრიწყლებისა და ლეჩურის მოსახლეობა, თითქმის 30 წელია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან სოფლის გაზიფიცირებას ითხოვს, თუმცა მოსახლეობამ სასურველ შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია.
დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ მოუწოდებდა, საპატრიარქოში მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს.
საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - ცესკოს მოქმედი თანამშრომლები. მათ მხარს არ უჭერს არასამთავრობო სექტორი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად ინფიცირების 30-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ადგილობრივი ექიმები პანდემიის ახალ ტალღაზე საუბრობენ.
ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.
ჩამოტვირთე მეტი