ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი გზისთვის საგარეჯოს მერიამ 425 714 ლარი გამოყო. გზა 41 კალენდარულ დღეში უნდა დაიგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ ასფალტს მრავალრიცხოვანი ტურისტების და მომლოცველებისთვის აგებს - გზა რეალურად მესაზღვრეებამდე მიდის.
თავდაცვის სამინისტრო სამართლებრივი დავის შეწყვეტიდან თითქმის 3 წლის შემდეგ სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს თავიდან სთხოვს გადაიხადოს ჯარიმა და ქონებას უყადაღებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოდის. მის ვიზიტს წინ უძღვის ბრიუსელისა და ვაშინგტონის მკაცრი შეფასებები „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევის გამო.
ბელარუსში, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 15-16 ივლისი დამოუკიდებელ მედიასთან მასობრივი ანგარიშსწორების უდავოდ ყველაზე უფრო სამწუხარო დღეებად უნდა ჩაითვალოს, ასე მიიჩნევენ ის ჟურნალისტები, რომლებსაც რეპრესიული რეჟიმის პირობებში უხდებათ საქმიანობა.
"უფლებები საქართველო"-ს წარმომადგენელი, ნანა მჭედლიძე განმარტავს: "ევროპული კონვენცია არ იძლევა უფლებას, ადამიანს არ ჰქონდეს შეხება მისთვის მიუღებელ შეხედულებებთან. შეხედულებები უნდა გამოითქვას და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ჰარმონიული თანაარსებობა პლურალისტულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში".
"რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი 5 ივლისისა და შემდგომ მოვლენენბს ეხმაურება და ამბობს, რომ "პირველ რიგში უნდა აღიკვეთოს ძალადობის ნებისმიერი მცდელობა" და რომ "რადიკალურად განწყობილ 10%-ს შეუძლია დაჩაგროს მშვიდობიანი უმრავლესობა".
TV პირველის სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას სულ მცირე ერთი თვე მაინც დასჭირდება. გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ ლაბორატორიული კვლევებიც კი არ არის სრულად დასრულებული.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების მარაგს ივსებს, ამზადებს სარეზერვო საავადმყოფოებს.
ჩამოტვირთე მეტი