ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.
დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ სურდა შეკითხვის დასმა შს მინისტრისთვის - "რატომ წავიდა გომელაური - მას ხომ იმაზე უნდა ესაუბრა, როგორ დასჯის ამ მოძალადეებს? ჟურნალისტების ამ სამართლიანი მოთხოვნის ჩამოსხსნა სურდათ. რა პრობლემა იყო, ამ ფონზე ესაუბრა? საქმე იმაშია, რომ არავის დასჯას არ აპირებენ!".
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია შს მინისტრს თმენის ვალდებულებას შეახსენებს - "დიახ, ბანერსაც დაგიკიდებენ, როცა იმას გააკეთებ, რაც 5 ივლისს მოხდა, შემოგძახებენ კიდეც, კვერცხიც შეიძლება ესროლონ შენს მანქანას, "ფურგონში" ჩატენილიც შეიძლება გატარონ, როგორც გუშინ შეიყვანეს სამარცხვინოდ".
ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი ყვება, რატომ ავიდა 18 ივლისის პლენარული სხდომის დროს მაგიდაზე - "რადგან არანაირი საშუალება არ მომცეს, წინ მივსულიყავი და პლაკატი დამეჭირა, ჩემს მაგიდასთან ვიდექი და ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, ავედი მაგიდაზე, საიდანაც, მერე ნახეთ, როგორ ჩამომაგდო ზარქუამ".
ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი გზისთვის საგარეჯოს მერიამ 425 714 ლარი გამოყო. გზა 41 კალენდარულ დღეში უნდა დაიგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ ასფალტს მრავალრიცხოვანი ტურისტების და მომლოცველებისთვის აგებს - გზა რეალურად მესაზღვრეებამდე მიდის.
თავდაცვის სამინისტრო სამართლებრივი დავის შეწყვეტიდან თითქმის 3 წლის შემდეგ სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს თავიდან სთხოვს გადაიხადოს ჯარიმა და ქონებას უყადაღებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოდის. მის ვიზიტს წინ უძღვის ბრიუსელისა და ვაშინგტონის მკაცრი შეფასებები „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევის გამო.
ბელარუსში, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 15-16 ივლისი დამოუკიდებელ მედიასთან მასობრივი ანგარიშსწორების უდავოდ ყველაზე უფრო სამწუხარო დღეებად უნდა ჩაითვალოს, ასე მიიჩნევენ ის ჟურნალისტები, რომლებსაც რეპრესიული რეჟიმის პირობებში უხდებათ საქმიანობა.
ჩამოტვირთე მეტი