5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, დასავლელი პატრნიორები კი თვლიან, რომ ძალადობა სწორედ ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებმა და პოლიციის უმოქმედობამ წაახალისა.
უკრაინის ხელისუფლება 8 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ გაეთავისუფლებინა საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 ივლისს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საია-ს იურისტი, ბექა თაკალანძე აცხადებს: "მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაფართოვდეს დაკავებულ პირთა წრე. დიდი იმედი გვაქვს, მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელი პირების გამოსაკვეთად". მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის.
პარლამენტის ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყვება - "მიშელთან რომ ვისხედით, უბრალოდ მრცხვენოდა, რომ ვართ ქვეყანაში, სადაც ორჯერ დავწვით ევროკავშირის დროშა, რომლის მოქალაქეების - გადასახადის გადამხდელების ფულით ამდენი წელია ვსაზრდოობთ და თავი გაგვაქვს".
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის პირადი ჩართულობის შენარჩუნება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაში. დეპუტატის განცხადებით, შარლ მიშელს ესმის, რომ შეთანხმების ჩავარდნით კმაყოფილი იქნება რუსეთი. სალომე სამადაშვილი მომავალ არჩევნებსაც ეხება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.
დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ სურდა შეკითხვის დასმა შს მინისტრისთვის - "რატომ წავიდა გომელაური - მას ხომ იმაზე უნდა ესაუბრა, როგორ დასჯის ამ მოძალადეებს? ჟურნალისტების ამ სამართლიანი მოთხოვნის ჩამოსხსნა სურდათ. რა პრობლემა იყო, ამ ფონზე ესაუბრა? საქმე იმაშია, რომ არავის დასჯას არ აპირებენ!".
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია შს მინისტრს თმენის ვალდებულებას შეახსენებს - "დიახ, ბანერსაც დაგიკიდებენ, როცა იმას გააკეთებ, რაც 5 ივლისს მოხდა, შემოგძახებენ კიდეც, კვერცხიც შეიძლება ესროლონ შენს მანქანას, "ფურგონში" ჩატენილიც შეიძლება გატარონ, როგორც გუშინ შეიყვანეს სამარცხვინოდ".
ჩამოტვირთე მეტი