მოძალადე რადიკალურმა ჯგუფებმა, პარლამენტის შენობის წინ, ევროკავშირის დროშა ბოლო ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს და ნაფლეთებად აქციეს.
უსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ძალადობრივი პროცესები დიდწილად მართულია, ის ყველას პრობლემაა და არავის უნდა ეგონოს, რომ მას არასდროს შეეხება - "თუ საშუალება მიეცათ, ესენი ყველასთან შევლენ სახლში, მარტო ქუჩაში კი არ გამოეკიდებიან ვიღაცას".
"კორძაძის საადვოკატო ბიუროს" მმართველი პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და 6 ივლისის აქციის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ზვიად კორძაძე, ამბობს - "არც პრაიდის მონაწილე ვიყავი, არც ამ თემთან იდენტიფიცირებას ვახდენ, არც ვაპირებდი წინა დღით გამოსვლას. გამომიყვანა ძალადობამ".
პარლამენტში დაიწყო პროცესი, რომელიც, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ „შარლ მიშელის შეთანხმებას“.
50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად.
პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს: "მე მაქვს ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი ჩემი კოლეგების მიმართ - სანამ ნებისმიერ უმცირესობაზე ენის მოჩლექით ვილაპარაკებთ და სიტყვებს „გეი“ ან „ლესბოსელი“ თამამად ვერ ვიტყვით პოლიტიკოსები, უარესი შედეგები გვექნება".
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი თვლის, რომ "ხელისუფლებამ ლეგიტიმური გახადა ჟურნალისტებზე თავდასხმა, ადამიანების მიმართ აგრესია". მისი შეფასებით, "გუშინ ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" და ხელისუფლება დააპოზიციონირა მოძალადეების მხარეს, როგორც გამარჯვებული".
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება - "რეალურად პრაიდის საწინააღმდეგოდ კი არ შეიკრიბა ეს ხალხი, ეს იყო დაორგანიზებული ჯგუფი და საბოლოოდ ყველაფერი ანტიდასავლურ ისტერიაში გადავიდა". ის თვლის, რომ "ერთადერთი გამოსავალი არის ოქტომბრის არჩევნები".
ჩამოტვირთე მეტი