პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ სპრინტერს, კრისცინა ციმანოუსკაიას, რომელიც ბელარუსის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებმა საჯარო პროტესტის გამო ასპარეზობას ჩამოაცილეს და ტოკიოს ოლიმპიადიდან უკან იძულებით გაბრუნება დაუპირეს.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 2 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომელიც „ანულირებულად“ 28 ივლისს გამოაცხადა.
1 აგვისტოს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, მისი თქმით, სუს-ის მიერ მომზადებული პირადი ცხოვრების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებდა.
"უფლებები საქართველოს" პროექტის კოორდინატორი, ანა გუდაძე აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის სიკდვილის საქმეზე ამბობს, რომ "მნიშვნელოვანია, თაროზე არ შემოიდოს საქმე". თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა მას 15 ივლისს უნდა აეღო. ოფიციალური ინფორმაციით, 14 ივლისს ის სასტუმროს სახურავიდან გადახტა.
კავშირ "საფარი"-ს ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს - "ყველა ქვეყანაში არიან ნაძირლები და მკვლელები. ჩვენ რაზეც ძალიან ვშფოთავთ, არის ის, რომ ვეღარ ვხედავთ, რას აკეთებს სახელმწიფო ასეთი ტიპის ძალადობის თავიდან ასაცილებლად". მისი თქმით, "ინსტიტუციები, რომლებმაც უნდა დაგვიცვან, ჩამოიშალა".
მოძრაობა "დროა"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია აცხადებს - "პოლიცია კატასტროფულად მობილიზებულია აქტივისტების და მათთვის პოლიტიკურად არასასურველი ხალხის წინააღმდეგ და უბრალოდ არ არის იქ, სადაც მოქალაქეები არიან დასაცავები". მისი თქმით, დაუსჯელი ძალადობა შიშისა და უმწეობის განცდას უჩენს მოქალაქეებს.
გეგმით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ბუნდოვანია, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობიდან, რომლის აღდგენაც ექსპერტიზამ „არარენტაბელურად” მიიჩნია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა.
„შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული რეფორმების ისედაც მდორედ მიმდინარე პროცესი, მხოლოდ მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე რჩება დამოკიდებული.
ჩამოტვირთე მეტი