რუსეთში 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ყირგიზეთის პირველი პრეზიდენტის, ასკარ აკაევის, 2 აგვისტოს სამშობლოში მოულოდნელ დაბრუნებაზე კიდევ უფრო მოულოდნელი ის კომენტარი აღმოჩნდა, რომელიც 75 წლის პოლიტიკოსმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩეველი დაინტერესებულია საკუთარი ბედით და არ სურს პოლარიზაცია.
პარტიის - "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე სუს-ის მიერ უკანონო მიყურადება-თვალთვალის წარმოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს და აცხადებს - "იმდენად გაფუჭებული ბრენდია "ქართული ოცნება", ერთადერთი მექანიზმი, რითაც იჭერენ საკუთარ ხალხს, არის ეს".
"TI - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი "მთავარის" დამფუძნებლის მიერ ფარული მიყურადება-თვალთვალის შესახებ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოს ძალიან კონკრეტული ვალდებულებები აქვს - გამოიძიოს და უკანონო მოსმენებში ჩართულ ყველა პირს პასუხი აგებინოს.
რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე 1 აგვისტოს ტელეკომპანია "მთავარით" გასაჯაროებულ ინფორმაციას ეხმაურება - "მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის უკანონო მოსმენა, რადგან ვერ წარმომიდგენია საფუძველი, კანონიერად როგორ შეიძლება მისმენდნენ". ის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ სპრინტერს, კრისცინა ციმანოუსკაიას, რომელიც ბელარუსის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებმა საჯარო პროტესტის გამო ასპარეზობას ჩამოაცილეს და ტოკიოს ოლიმპიადიდან უკან იძულებით გაბრუნება დაუპირეს.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 2 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომელიც „ანულირებულად“ 28 ივლისს გამოაცხადა.
1 აგვისტოს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, მისი თქმით, სუს-ის მიერ მომზადებული პირადი ცხოვრების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებდა.
"უფლებები საქართველოს" პროექტის კოორდინატორი, ანა გუდაძე აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის სიკდვილის საქმეზე ამბობს, რომ "მნიშვნელოვანია, თაროზე არ შემოიდოს საქმე". თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა მას 15 ივლისს უნდა აეღო. ოფიციალური ინფორმაციით, 14 ივლისს ის სასტუმროს სახურავიდან გადახტა.
კავშირ "საფარი"-ს ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს - "ყველა ქვეყანაში არიან ნაძირლები და მკვლელები. ჩვენ რაზეც ძალიან ვშფოთავთ, არის ის, რომ ვეღარ ვხედავთ, რას აკეთებს სახელმწიფო ასეთი ტიპის ძალადობის თავიდან ასაცილებლად". მისი თქმით, "ინსტიტუციები, რომლებმაც უნდა დაგვიცვან, ჩამოიშალა".
ჩამოტვირთე მეტი