"პოლიტიკოსს არ უნდა არჩევდეთ იმის მიხედვით, რამდენად სუფთაა მისი შარდი, არამედ იმის მიხედვით რამდენად სუფთაა მისი სინდისი, მისი ქმედება და მისი წარსული", - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის ინიციატივას ჰერმან საბო, "გირჩის" თბილისის პარტიული სიის პირველი ნომერი.
მაგრად გაწუხებს ერთი ტიპი, და ამ დროს ხელში ჩაგივარდება იარაღი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია, მასზე თითქმის ყველაფერი გაიგო - რას წერს, რას ლაპარაკობს, რას გუგლავს, ვის ხვდება, ვის რას უმალავს… ხომ წარმოგიდგენია, მისი თავიდან მოშორება როგორი იოლი ხდება?
"ჩვენი კონცენტრაცია მთლიანად არის მიმართული თვითმმართველობის არჩევნებზე", - აცხადებს ფატი ბარჯაძე, პარტია "მოქალაქეების" მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში და თბილისის სიის პირველი ნომერი - "უნდა მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ და არა ჩვენით - რა მიგვაჩნია სწორად".
"ყოველთვის არსებობს ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" ნებისმიერ დროს, ოღონდ ოპოზიციაზე გადაბრალებით, უარს იტყვის ამ ცვლილებებზე", - ასე ეხმაურება მმართველი ძალის წარმომადგენელთა კომენტარებს საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხზე ხათუნა სამნიძე, ფრაქციის - „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - თავმჯდომარე.
"ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ იგივე ამომრჩეველი ვერ ყალიბდება ალტერნატივაზე", - ამბობს გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და თვლის, რომ მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს ოპოზიცია არჩევნებამდე დარჩენილ დროს პოზიტიური დღის წესრიგის გამოსაკვეთად.
ხმები დასაცავია არა მარტო პოლიტიკური პარტიების მიერ, არამედ დასაცავია ადამიანების მიერ", - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში, "ევროპული საქართველოს" წევრი.
"ანაქრონიზმი ჩვენი პოლიტიკური პროცესის არის, რომ დაახლოებით 70-80% ჩვენი მოსახლეობის არის კონსერვატიული მსოფლმხედველობის, პოლიტიკურ ორგანოებში კი ეს წარმოდგენილია 0%-ით", - აცხადებს კახა კუკავა, "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე და თვლის, რომ დღეს ქვეყანაში ყველაფერი ორპოლუსიანობამდე დაიყვანება.
"ამ არჩევნებსაც პოლარიზებული გარემოთი ვხვდებით. სამწუხაროდ, ასეთ ტრადიციად ჩამოყალიბდა - გამარჯვების ფორმულა იმალება ამ პოლარიზებაში", - აცხადებს კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი - "პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია, რომ გამარჯვებას ასე უფრო ადვილად მოიპოვებს".
"პოლიტიკურ ელიტაში არ არის იმის აღქმა, რომ, თუ ძლიერი თვითმმართველობა არ გვექნება, ვერაფრით შევქმნით ნორმალურ ქვეყანას", - ამბობს ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მისი შეფასებით, "პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს კონტრელიტას ქვეყნისთვის, რომელიც ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისია, ვერ ხერხდება პანდემიის ეფექტიანი მართვა. მოუგვარებელია წყლისა და დენის სტაბილური მიწოდების საკითხი; დროულად ვერ გაიცემა ხელფასი და სოციალური დახმარებები; გამოუძიებელია გახმაურებული შემზარავი მკვლელობები.
ჩამოტვირთე მეტი