სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გაჟონილ ათასობით ფაილში წაიკითხავთ სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების ცხოვრების დეტალებსა და სიტყვასიტყვით გადმოკოპირებულ დიალოგებს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ ცენზურის გაფართოების ბოლო მაგალითი - სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მარეგულირებელმა ორგანომ კიდევ ერთი დამოუკიდებელი ვებგვერდი დახურა. ვებგვერდის მიზანი იყო, დახმარებოდა ამომრჩევლებს, მეტი გაეგოთ კანდიდატების შესახებ.
"ძირითად კანდიდატებად ვინც არიან მოაზრებულნი, ყველას ზურგს უმაგრებს მსხვილი ფინანსური წრეები, რომელთა შეცვლითაც უბრალოდ შეიცვლება დეკორაცია სცენაზე", - აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი და მთავარ კონკურენტად " ქართული ოცნების" კანდიდატს ასახელებს.
ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, ბადრი გრიგალაშვილი ("გირჩი - მეტი თავისუფლება") ქვეყანას ადარებს გემს, რომელიც იძირება: "აქედან თუ დასავლეთი გავიდა, ავღანეთში რომ ბორბლებს ეჭიდებოდა ხალხი, დაახლოებით ეს რეალობა შეიძლება დადგეს. ამიტომ, სკვერებზე საუბარი არაადეკვატურია".
"არაფერი შეუძლია დღეს პარლამენტს. ცოტა მძიმე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს პარლამენტი უძლურია", - უკანონო მოსმენებს ეხმაურება თამარ კორძაია, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი და გამოსავლად თვლის, რომ "ამომრჩეველმა შეცვალოს ხელისუფლება და არასდროს მოვიდეს ძალაუფლებაში ერთპარტიული ხელისუფლება".
"მოქალაქეებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას - ოპოზიციის წარმომადგენელი იდგა თუ ხელისუფლების ამის უკან, არამედ იქნება თუ არა დასჯილი ამ უკანონობის ჩამდენი", - ამბობს გურამ იმნაძე - "როცა ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ უკანონობის გამოვლენისთვის, იზრდება ეჭვები რომ ამის უკან თავად დგას".
ებრაული თემი, რომელიც ერთ დროს ყვაოდა ავღანეთში, დღეს აღარ არსებობს: ბოლო ებრაელმა, ზაბლონ სიმინტოვმა ქაბული ამ თვეში დატოვა. თალიბების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ რელიგიური უმცირესობების ათასობით წარმომადგენელი წავიდა ქვეყნიდან.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.
"ეს არის სახელმწიფოს გაკეთებული, სამწუხაროდ", - ასე ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმის - "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი"- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ ფაქტს "საღამოს საუბრებში".
" პატრიოტთა ალიანსი“-ს თბილისის სიის პირველი ნომერი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის, "ქართულმა ოცნებამ" ვერ დაძლიოს 43%-იანი ნიშნული და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, "პოლიტიკური ველიდან გავისტუმროთ "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც"".
ჩამოტვირთე მეტი