ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დუმის არჩევნები მიმდინარეობს. რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები 10 საარჩევნო უბანში აძლევენ ხმას.
გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორთათვის მეორედ დაიკეტა, ორივე კარიბჭეს დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
თუკი ფარული მიყურადების გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდა, დადასტურდება ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები საშიშ გარემოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სახელმწიფომ ეს იცოდა და არაფერს აკეთებდა.
16 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის დაწყების წლისთავის მოახლოების წინ, სომხეთმა აზერბაიჯანს ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, უჩივლა.
სულ უფრო მეტი ადამიანი აცხადებს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი თავი ამოვიცანითო. სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილები ცხადყოფს, რომ ნაწილს უთვალთვალებდნენ სკაიპსა და ფეისბუკის მესენჯერში.
"ფოთის მთავარი პრობლემა არის, რომ აქ აკეთებენ ფულს, მაგრამ ფულს არ ხარჯავენ", - აცხადებს გიგი უგულავა, ფოთის მერობის საერთოოპოზიციური კანდიდატი - "ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ცხოვრებაში არჩევით მერებს. თვითმმართველობა რეალურად უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში, როცა ცენტრში გვეყოლება კოალიცია".
"გაყალბების მექანიზმების ახლა უფრო მაღალია. გავიაზრეთ, რომ პოსტ ფაქტუმ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკი არასაკმარისია და წინასწარ ამ მექანიზმების ჩვენება არის აუცილებელი", - ამბობს ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი.
"ცენტრალიზაციისკენ ნაბიჯებმა მოგვიტანა, რომ წლევანდელი არჩევნები ამ რეჟიმში ტარდება. რა იქნება - გამეორდება 2002 წელი, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შეცვლილი პოლიტიკური გარემოთი ერთ წელიწადში შეიცვალა ხელისუფლება ცენტრალურ დონეზე?", - კითხულობს მაგდა პოპიაშვილი,თვითმმართველობის მკვლევარი.
12 სექტემბერს ინკოგნიტო წყაროს მიერ გავრცელებულ ათასობით საუბრის ჩანაწერში, რომელიც წყაროს მტკიცებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საეკლესიო პირებზე მიყურადების შედეგად შექმნილი დოკუმენტებია, სულ მცირე, 12 სხვადასხვა მოსაუბრე აღნიშნავს, რომ იცის, მის სატელეფონო საუბრებს რომ უსმენენ.
"პარტიას "საქართველოსთვის" არავისი და არაფრის ეშინია!", - აცხადებს კახა ქემოკლიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი და სამგორში მაჟორიტარობის კანდიდატი. მისი თქმით, "პარტიასთნ დაბმული ინსტიტუციები და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა" გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით რეალურ გამოძიებას ვერ ჩაატარებენ.
ჩამოტვირთე მეტი