17-გვერდიანი პროგრამა თბილისის მაშინ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 2017 წლის არჩევნების წინ წარადგინა. „ეს არის გეგმა, რომლის განხორციელება ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, - ეწერა დოკუმენტის ბოლოს.
არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში ახალ ძალებს იკრებს დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის.
ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ კანონდარღვევებზე ლაპარაკობს. შუალედურ ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და დაკვირვების უფლების შეზღუდვის ფაქტებს.
პოლიტიკური გაერთიანება "დროა"-ს წევრი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ოპოზიციიდან კრწანისის ოლქში, თამაზ ახობაძე სამოქალაქო აქტივისტობიდან პარტიამდე გზაზე ყვება - "შეიძლება ითქვას, ჩასაფრებული ვიყავი "დროა"-ს ტიპის პარტიის ჩამოყალიბებაზე, რომ წავსულიყავი პოლიტიკაში".
თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 თვე რჩება, ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. 2021 წლის 2 ოქტომბრისთვის, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნ რეფერენდუმადაც განიხილავს, თანამშრომლობა მოახერხა რამდენიმე პარტიამ - მათ შეჯერებული კანდიდატები წარადგინეს.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობასა და ქვეყნის დასავლურ პერსპექტივაზე ლაპარაკობს - "30 წელი რომ ვერ ხდება ტრანზიცია დემოკრატიის, ეს უკვე არის ჩაფლავებული დემოკრატია და არა - ტრანზიცია".
1 სექტემბერს ვაშინგტონში იმართება მნიშვნელოვანი შეხედრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.
"მოგვეცით ხმა, რადგან არ გავყიდულვართ", - მიმართავს ამომრჩეველს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვლი. მისი მოწოდებაა, "აცრებით და პირბადით დავამარცხოთ ორი მთავარი ვირუსი ქვეყანაში - ივანიშვილისა და კორონავირუსები, რომლებიც პარტნიორები არიან".
პარლამენტის დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია ევროკავშირისგან მარკოფინანსური დახმარების ამბავს ეხმაურება - "ეს იყო მორიგი ტყუილი საკუთარი ხალხისთვის. სურდათ დაესწროთ და ეთქვათ, რომ თანხა აღარ სჭირდებათ, რადგან ჩვენ ამ თანხას ისედაც ვერ მივიღებდით. ეს ძალიან მალე გაიშიფრა".
ჩამოტვირთე მეტი