რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა ვლადიმირ პუტინის მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ (Единая Россия), ხმების 49,85%-ით. პირველად უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო წარმოდგენილი იქნება ოთხზე მეტი პარტიით.
"ახალგაზრდა თაობა გვიყურებს, გვაკვირდება - როგორ ვმართავთ ქვეყანას... ახალგაზრდობას ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ვახვედრებთ და ეს ძალიან მაწუხებს", - ამბობს დეა მეტრეველი, "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის რაიონში. ის რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივას ძალიან რეალისტურად უყურებს.
"მე ამას ვკითხულობ როგორც ძალადობის წამახალისებელს", - ამბობს ISFD-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ე.წ. "სისხლიან" ბანერებზე. ის ინტერვიუში ეხმაურება ISFED-ის მიმართ ინტენსიურ კრიტიკას, ბელარუსის ცესკოს მეთვალყურეების რეგისტრაციის ფაქტსა და საარჩევნო გარემოს სხვა გამოწვევებსაც.
კახა წიქარიშვილის თქმით, ვინაიდან სუს-ს ფარული მასალის გასაჯაროებისთანავე არ უარუყვია მის შექმნაში მონაწილეობა, უწყების მიმართ ეჭვი მხოლოდ გაღრმავდა: "2013 წელს რომ 26 ათასი ფაილი აღმოაჩინეს, შეიძლება 10 ადამიანი იყოს დასჯილი. სინამდვილეში, იქ იყო არმია, რომელიც ახლაც იგივეს აკეთებს, სავარაუდოდ".
"ბატონმა კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა ისე, რომ სარჩელს არ იყო გაცნობილი", - ნიკა სიმონიშვილი, საია-ს თავმჯდომარე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბრალდებებს, რომლებიც საია-ს მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გასაჩივრებას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს აღარ აძლევს უფლებას არჩევნების დროს თვალი პირდაპირ, ვიდეოთი ადევნონ უბნებზე არსებულ სიტუაციას, საარჩევნო უბნებიდან მაინც უხვად ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც თითქოს აჩვენებს ყუთებში ბიულეტენების დაუფარავად ჩაყრის პროცესს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დუმის არჩევნები მიმდინარეობს. რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები 10 საარჩევნო უბანში აძლევენ ხმას.
გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორთათვის მეორედ დაიკეტა, ორივე კარიბჭეს დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
თუკი ფარული მიყურადების გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდა, დადასტურდება ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები საშიშ გარემოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სახელმწიფომ ეს იცოდა და არაფერს აკეთებდა.
ჩამოტვირთე მეტი