გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისადმი ნდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი იყო გერმანიის ლიდერის პოსტზე მისი ყოფნის მთელი 16 წლის განმავლობაში.
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა” საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს ჰესის აშენებაზე.
როცა საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან უფრო მაღალპროცენტიანი სესხის მიღებაზე თანხმდება, ბევრს ევროკავშირის იაფ სესხზე ნათქვამი უარი გაახსენდა.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის ამოცანაა "იმ ტიპის მკაფიო შედეგის დაყენება, რომლის იგნორირებას ვეღარ შეძლებს ეს რეჟიმი ნებისმიერი არალეგიტიმური მეთოდითაც კი". ის თვლის, რომ "ეროვნული სუვერენიტეტის გადარჩენის საკითხია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება".
"ქუთაისი იცლება! საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ყველაზე მეტად ქუთაისი დაიჩაგრა იმ მხრივ, რომ გადინება მოხდა ყველაზე მეტად ქუთაისიდან, როგორც თბილისის და ბათუმის, ასევე ევროპის მიმართულებით", -აცხადებს ანდრო ლოსაბერიძე, "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატი.
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე პასუხობს შეკითხვას "სისხლიანი ბანერების" საკითხის მოკვლევის სტატუსზე: "როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტთან, რომელიც შეიძლება აქამდე არ რეგულირდებოდეს კანონით". მისივე თქმით, "პროცედურა მიდის იურიდიული დეპარტამენტის ქვეშ".
თვითმმართველობის არჩევნებამდე არასრული 2 კვირა რჩება. პოლიტიკოსები წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ და დაპირებებს იძლევიან. რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა პოლიტიკურ აღთქმებს, რომელთა ნაწილი წინა არჩევნებზეც მოგისმენიათ, ნაწილი კი არარეალური და პოპულისტურია.
არჩევნებამდე 10 დღე რჩება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ჯგუფები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი.
"წინასაარჩევნო სტრატეგიად აირჩიეს, გავიდნენ შეთანხმებიდან. იმედი აქვთ, ცოტა ამომრჩეველი გამოვა და მაღალ პროცენტს დადებენ. პარალელურად, ქვეყნის პარნტიორებს ეუბნებიან, რომ, თუკი ვერ აიღებენ 43%-ს, შეთანხმებას შეასრულებენ და ქვეყანა გავა ვადამდელ არჩევნებზე. არ გამოვრიცხავ, გადააგდონ" - ზურაბ ჯაფარიძე.
"ქვეყანაში რაც ტრიალებს, ამის შეცვლა სასიცოცხლო აუცილებლობაა, არა დღეს მოქმედი პარტიის შეცვლა მეორე პარტიით, არამედ ფუნდამენტური, სისტემური, ინსტუტიცონალური რეფორმირება", - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი, პარტიის "ხალხისთვის" თბილისის სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის რაიონში.
ჩამოტვირთე მეტი