ბოლო პერიოდში დაგროვდა არაერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ პოზიციას იკავებს.
"სამწუხაროდ, ყველა არჩევნებზე ვხედავთ ხოლმე, რომ ხელისუფლება ვერ უძლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცდუნებას", - ამბობს ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი და აღწერს მისი ორგანიზაცოის მიერ გამოვლენილ წინასაარჩევნო სავარაუდო დარღვევებს.
პარტიის "ხალხისთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს - "ვამაყობთ იმით, რომ არ გვყავს ოლიგარქი მხარდამჭერი, არც დიდი ბიზნესის მხარდამჭერი. მთელი ჩვენი ანგარიშგება არის გამჭვირვალე, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პარტიებზე. ...სულ ასეთი სუფთა ხელებით გვაქვს ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს".
ოთხი ოპოზიციური პარტიის თბილისის ვიცემერობის საერთო კანდიდატი, ცოტნე კობერიძე წინასაარჩევნო ეტაპზევე ხედავს, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, რა ტიპის თანამშრომლობა ელის თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. ის თვლის, რომ არსებული ნიჰილიზმი შეიძლება "იდეალიზმმა გამოაცოცხლოს".
"ამბობენ, რომ 1%-იც რომ აიღონ, არ დანიშნავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", - აცხადებს გიორგი ბოტკოველი, თელავის მერობის კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ის აპირებს ხელი მოაწეროს ე.წ. "მიშელის დოკუმენტს".
17-გვერდიანი პროგრამა თბილისის მაშინ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 2017 წლის არჩევნების წინ წარადგინა. „ეს არის გეგმა, რომლის განხორციელება ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, - ეწერა დოკუმენტის ბოლოს.
არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში ახალ ძალებს იკრებს დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის.
ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ კანონდარღვევებზე ლაპარაკობს. შუალედურ ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და დაკვირვების უფლების შეზღუდვის ფაქტებს.
პოლიტიკური გაერთიანება "დროა"-ს წევრი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ოპოზიციიდან კრწანისის ოლქში, თამაზ ახობაძე სამოქალაქო აქტივისტობიდან პარტიამდე გზაზე ყვება - "შეიძლება ითქვას, ჩასაფრებული ვიყავი "დროა"-ს ტიპის პარტიის ჩამოყალიბებაზე, რომ წავსულიყავი პოლიტიკაში".
ჩამოტვირთე მეტი