ხმები დასაცავია არა მარტო პოლიტიკური პარტიების მიერ, არამედ დასაცავია ადამიანების მიერ", - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში, "ევროპული საქართველოს" წევრი.
"ანაქრონიზმი ჩვენი პოლიტიკური პროცესის არის, რომ დაახლოებით 70-80% ჩვენი მოსახლეობის არის კონსერვატიული მსოფლმხედველობის, პოლიტიკურ ორგანოებში კი ეს წარმოდგენილია 0%-ით", - აცხადებს კახა კუკავა, "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე და თვლის, რომ დღეს ქვეყანაში ყველაფერი ორპოლუსიანობამდე დაიყვანება.
"ამ არჩევნებსაც პოლარიზებული გარემოთი ვხვდებით. სამწუხაროდ, ასეთ ტრადიციად ჩამოყალიბდა - გამარჯვების ფორმულა იმალება ამ პოლარიზებაში", - აცხადებს კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი - "პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია, რომ გამარჯვებას ასე უფრო ადვილად მოიპოვებს".
"პოლიტიკურ ელიტაში არ არის იმის აღქმა, რომ, თუ ძლიერი თვითმმართველობა არ გვექნება, ვერაფრით შევქმნით ნორმალურ ქვეყანას", - ამბობს ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მისი შეფასებით, "პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს კონტრელიტას ქვეყნისთვის, რომელიც ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისია, ვერ ხერხდება პანდემიის ეფექტიანი მართვა. მოუგვარებელია წყლისა და დენის სტაბილური მიწოდების საკითხი; დროულად ვერ გაიცემა ხელფასი და სოციალური დახმარებები; გამოუძიებელია გახმაურებული შემზარავი მკვლელობები.
“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიები თავისი აქტივით დააკომპლექტა. მტკიცებულება 100-მდე უბანში გადაღებული ვიდეოჩანაწერებია, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარეების, თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნების არჩევის პროცესი.
"ერთადერთი, რისთვისაც პარტია "საქართველოსთვის" იბრძვის, არის სახელმწიფო ინტერესები, არანაირი ვიღაცის მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრება" - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი, "გახარია - საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი. მისი თქმით, "დაპირისპირებას გადაყოლილ პოლიტიკოსებს საერთოდ დაავიწყდათ ხალხი".
"კი, არის რთული პოლიტიკური კონტექსტი და ამას ძალიან სწორად ვაფასებ, მაგრამ საზოგადოებაში არის მომწიფებული სურვილი კონკრეტული საქმის დანახვის", - აცხადებს ანა ბიბილაშვილი, "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც მზად არის ქალაქის პრობლემებზე თავის კონკურენტებთან სადებატოდ.
პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე თვლის, რომ გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ მუხლში პრობლემური ანტიჩიხური მექანიზმი იყო: "კობახიძემ მოიგონა ეს სიმახინჯე. სიმახინჯე ამაში მხოლოდ ეს ნაწილია, მაღალი კვორუმი არასდროს არის სიმახინჯე".
ჩამოტვირთე მეტი