მაშინ, როცა გერმანიის კანცლერი, რუსეთის ბირთვული საფრთხის შეჩერებაზე ლაპარაკობს, თავად რუსეთის პრეზიდენტი, პირიქით, გაზრდილ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას; მაგრამ იმასაც დასძენს, რომ რუსეთში „არ შეშლილან“ და არ აპირებენ ამ იარაღის მთელ მსოფლიოში „სამართებლივით ქნევას“.
უკრაინის საელჩო და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს მედიის საშუალებით ელაპარაკებიან. სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური წარმომადგენლობა უპასუხო თხოვნებსა და ინიციატივებზე ლაპარაკობს; ხოლო ხელისუფლება კვლავ ომში ჩართვის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უკრაინას მაქსიმალურად ეხმარება.
6 დეკემბერს რუსეთის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულ სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაუსწრებლად გამოიტანოს უკრაინის ხელისუფლების ორი მაღალი რანგის წარმომადგენლის დაპატიმრების გადაწყვეტილება.
უკრაინა და მოლდოვა საკოორდინაციო ჯგუფს ქმნიან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეთანხმებული მოქმედებებისთვის. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას უკრაინაში ვიზიტისას გახდა ცნობილი. მოლდოვის პრემიერმა რუსეთის მიერ აოხრებული ბუჩა და ირპენიც მოინახულა და დაგმო რუსეთის აგრესია.
1993 წლის 16 ნოემბერს სამეგრელოში 27 სახლი ერთმანეთის მიყოლებით გადაწვეს. ამ დანაშაულისთვის მოგვიანებით „მხედრიონს“ ბრალი წაუყენეს, თუმცა სახელმწიფოს მოსახლეობისთვის ზარალი სრულად არ აუნაზღაურებია.
ინტერვიუ პროფესიონალ ქართველ ჯარისკაცთან ზაზა ცხოვრებაძესთან. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში რუსეთის ინტერვენციამდე ბევრად ადრე გაწევრიანდა.
საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელებისთვის გენერატორების შესაძენად ფულს აგროვებენ. რამდენიმე ასეული გენერატორი უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გაიგზავნოს.
რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე ორ დღეში სამი აფეთქებისა და რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავების დაზიანების ფონზე, დასავლეთსა თუ რუსეთში უკრაინის ახალებურ, „ყველაზე თავხედურ“ და გარდამტეხ საბრძოლო ტაქტიკაზე ალაპარაკდნენ.
რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთში სუპერმდიდრები უცნაურ ვითარებაში კვდებიან. ოფიციალური ვერსიით თავს იკლავენ, ან უბედურ შემთხვევას ეწირებიან. რამდენად დამაჯერებელია ეს დამთხვევები?
ჩამოტვირთე მეტი