გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევროპის ეკონომიკურად უმძლავრესი ქვეყნის საგარეო უწყებას შარშან დეკემბრის შემდეგ ხელმძღვანელობს. იგი Bündnis 90/Die Grünen-ის, მწვანეთა პარტიის წევრია. ის ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობდა და რადიო თავისუფალი ევროპისა და რადიო თავისუფლების ოფისს ეწვია.
გერმანია, რომელსაც 24 თებერვლამდე რუსეთთან არცთუ ურიგო დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა, რუსეთის მიერ მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სულ უფრო მეტად ზრდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებებმა და 25 ივლისს გამოქვეყნებულმა წერილმა, რომელშიც ისინი განმარტებებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართავდნენ, გააჩინა მოლოდინი, რომ პარტიის დამფუძნებელი მალე ისევ გამოჩნდებოდა საჯარო სივრცეში. ეს მოლოდინი 27 ივლისს გამართლდა.
ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში პუტინის მხარდამჭერი ბაიკერული კლუბი, „ღამის მგლები” მოხვდა. ისინი უკვე წლებია კრემლის პროპაგანდას ავრცელებენ და რუკიდან დამოუკიდებელი უკრაინის გაქრობა უნდათ.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის შემდეგ, „ოცნების“ თავმჯდომარეს პარტიამ მხარი დაუჭირა. მათ კი, ვინც მისი საქციელი დაგმო, პრეზიდენტის ჩათვლით, ირაკლი კობახიძე, 2024 წლამდე „დეპავლიკიზაციას“ დაჰპირდა.
ცოტა ხნის წინ იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურს რამზან კადიროვსა და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს.
გამოცემა „ვიორსტკამ“ დაითვალა, რომ დაახლოებით 1800-მა რუსმა ჯარისკაცმა არ მოინდომა, უკრაინაში ეომა. მათგან 200-ზე მეტი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკში გამოკეტეს.
პარლამენტში ორი სამუშაო ფორმატი ამოქმედდა იმ ფონზე, როცა ბრიუსელიდან დეპუტატებს ერთად მუშაობისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებისკენ მოუწოდებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ არ შეუერთდნენ „ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია.
ჩამოტვირთე მეტი