30 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა, მაგრამ მთავრობის მეთაურების განცხადებებიდან ოპტიმიზმი მაინც არსად გამქრალა.
"დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა მიზნების მიღწევა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლენა მორტონ ოუენსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლის საკითხებში. მასთან საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემის რეფორმა იყო:
უკრაინაში ომში არა მხოლოდ რუსი საკადრო სამხედროები იბრძვიან, არამედ ეგრეთ წოდებული მოხალისეებიც. ზაფხულამდე მათ ფრონტზე აგზავნიდნენ ბატალიონ "БАРС"-ის (ქვეყნის საბრძოლო საჯარო რეზერვი) ხაზით, მოგვიანებით კი - ბატალიონების საშუალებით, რომლებიც რუსეთის რეგიონებში იქმნება.
კიევი ითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვან, რათა მათ იწვნიონ უკრაინაში შეჭრის საფასური და ისწავლონ საზღვრების პატივისცემა. რუსეთის მოქალაქეები არასასურველი სტუმრები ხდებიან ევროპის სულ უფრო მეტ ქვეყანაში.
უკრაინაში შეჭრისა და ომის გაჩაღების ფონზე, რუსეთი აშშ-ს, ევროკავშირსა და შვეიცარიას საქართველოსთან დაკავშირებული სამშვიდობო საერთაშორისო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და ჟენევის 56-ე რაუნდის დაგვიანებას რეგიონში არეულობის ხელშეწყობად თვლის.
როგორ გადაიქცა სოფელი ხელოვნების ღია გალერეად და როგორ გამოცოცხლდა იქაურობა
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგური ყველაზე მძლავრია ევროპაში. მარტიდან მოყოლებული, ბირთვულ რეაქტორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და სამი კვირაა, მის სიახლოვეს ჭურვები ეცემა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაერო კი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან „ბირთვული კატასტროფა”.
ჩამოტვირთე მეტი