რუსული ექსტრემისტული ორგანიზაცია “კაცური სახელმწიფო” რუსეთშიც კი აკრძალულია. მისი წევრები დიდი ხანია დევნიან სხვებს კანის ფერის, გენდერის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის თუ შეხედულებების გამო. მათი ბოლო სამიზნე თბილისური ბარი “დედაენაა”, რომელიც პუტინის მხარდამჭერებს არ უშვებს.
ტერორიზმის სპონსორის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში რუსეთის ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლაცია გაფართოვდება და არამარტო. სანქციები გათვალისწინებული იქნება იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც რუსეთთან აკრძალულ თანამშრომლობას გააგრძელებენ.
მთიან ყარაბაღში კვლავ ისვრიან. 3 ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა. აზერბაიჯანმა ახალ სამხედრო ოპერაციას “შურისძიება” დაარქვა.
„ქართული ოცნება“ საქართველოს ომში ჩართვის სცენარის ნაწილად განიხილავს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნას - რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო, ბინადრობის ნებართვისა და სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის შესახებ.
1 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ, იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, იძულებითი მკურნალობა გაუგრძელა უსურიისკის სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ჯერჯერობით თავად მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურებია ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აპირებს ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და მისი დაფუძნებული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველანაირ საქმიანობას.
თვე-ნახევარია, საქართველომ 12-პუნქტიანი საშინაო დავალება მიიღო. თუ მას შეასრულებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. ამისთვის ხელისუფლებას თავისი გეგმა აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - თავისი. კიდევ მესამე გეგმაზე მუშაობენ დიდი ოპოზიციური პარტიები.
მთელი მსოფლიო დაძაბული ყურადღებით ადევნებს თვალს ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო ძალის მორიგ დემონსტრირებას, რომლითაც პეკინმა უპასუხა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და კონგრესიის დელეგაციის ვიზიტს.
ჩამოტვირთე მეტი