უკრაინის წინააღმდეგ ომის მეშვიდე თვეს კრემლის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ საპროტესტო ტალღა მოჰყვა მთელ რუსეთში და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.
“რომ მცოდნოდა რა მელოდა, არ ვიცი გავრისკავდი თუ არა იგივეს ” - რა უთხრეს რუსეთის მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ.
“მისმა დედამაც ხომ ჩემსავით იწვალა, გაზარდა, ღამეები უთია...“ - ივლიტა კახიანი აფხაზეთში დახვრეტილი ვაჟის მკვლელისთვის ლოცულობს. ივლიტას შვილი, გოჩა თათრიშვილი, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
„ჯობს, კარი არ გაუღონ“, - ასეთ რჩევას აძლევენ უკრაინელ ამომრჩევლებს უკრაინის ხელისუფლების წევრები. რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ე.წ. რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობამ რუსეთთან შეერთების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაცია” უკვე დაიწყო. ვლადიმირ პუტინი აპირებს, უკრაინასთან კიდევ სულ ცოტა 300 ათასი კაცი აომოს. ან იქნებ მეტიც - კოლექტიური შიში ძლიერდება, რადგან ბოლომდე ცხადი არ არის, ვის წაიყვანენ და ვის არა.
ასტრახანის ოლქიდან უკრაინაში საომრად გამგზავრებულები ამბობენ, რომ პრობლემები შეექმნათ ხელისუფლების მხრიდან დაპირებული ანაზღაურებისა და შეღავათების მიღებაში.
რადიო თავისუფლება თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
ჩამოტვირთე მეტი