„ვლადიმირ პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ ალიშერ უსმანოვი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს, ქართულ „ლიბერთი ბანკსა“ და ცენტრალურ ბანკს სანქციების „ზედმეტად მკაცრად აღსრულების“ გამო უჩივის და ხუთ მილიონ ევროზე წვდომის აღდგენას ითხოვს.
აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვით განიხილეს აფხაზურ სალოცავებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ანიხა“. აფხაზების ერთი ნაწილი იმით აღშფოთდა, რომ აფხაზური კულტურის შესახებ ფილმის გადაღებაში ქართული მხარე მონაწილეობდა.
თეოდორ პელინი ჩაბნელებული ეკლესიის წინ ზის, სადაც 19 წლის განმავლობაში ატარებდა წირვებს და სიტყვებს ფრთხილად არჩევს.
8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, შეამჩნიეს კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი დივერსიული ჯგუფი, რომელიც სოხუმისკენ მიიწევდა და, რატომღაც, ისედაც ნანგრევებად ქცეულ აეროპორტში ინფრასტრუქტურის განადგურებას გეგმავდა.
კირბალის ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზის მიღმაა დარჩენილი. ამ გამყოფ ხაზს ცხინვალი საზღვარს უწოდებს და მას რუსეთის "ეფესბე" იცავს. ლომისაში თანასოფლელებთან ერთად ასული 58 წლის თამაზ გინტური 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს - გაიტაცეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება სასჯელის უმაღლესი ზომის - სასიკვდილო განაჩენების გამოტანის და შემდეგ სისრულეში მოყვანის შემთხვევების რაოდენობით.
მოლდოვაში გასული კვირის ბოლოს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოლდოვის ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯის წინ, ან ამის გამოც, ქვეყანა პროევროპული და პრორუსული ძალების დაპირისპირების ასპარეზად რჩება.
დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა - იმ დათქმით, რომ ქვეყანა რეფორმირებას განაგრძობს. მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, საბოლოოდ დეკემბერში გადაწყდება.
წლების განმავლობაში ათობით გაყიდვის შემდეგ იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი კიდევ ერთხელ გაიყიდა. ბოლოს და ბოლოს, შეინარჩუნებს ქალაქი ამ მწვანე სივრცეს თუ იპოდრომზე კორპუსების მშენებლობა გარდაუვალია?
აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშაა, მიიჩნევს იუნესკო. როგორც დე ფაქტო აფხაზეთის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზური სახელმწიფო ენაა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ რეალურად მას თითქმის არ იყენებენ.
ჩამოტვირთე მეტი