30 წლის წინ, 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღაშფოთა.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა უცხოეთში მცხოვრები სამი ქართველი შიმშილობს.
ფეისბუკჯგუფმა „დაიტოვე“ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მოაწყო და მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა. ამის გამო რამდენიმე საათით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. ეს მოხდა თითქმის ორი კვირის წინ, 10 ნოემბერს. ახლა კი შსს ამ აქციის მონაწილეებს იბარებს სასამართლოში და აჯარიმებს.
ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ, ფაქტობრივად, არსაიდან მოვიდა და რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ახლა ის 8 დეკემბერს მეორე ტურში გააგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისთვის. ვინ არის ჯორჯესკუ და როგორ მოხდა, რომ ექსპერტები არასათანადოდ აფასებდნენ მის შესაძლებლობებს?
ვიხსენებთ საქართველოს ყველა (ათივე) წინა მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომებს: ვინ ესწრებოდა, რა ითქმებოდა და ა.შ.
25 ნოემბერს, 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ თვეში, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ვერ შეაჩერა ვერც არჩევნების გასაჩივრებულმა შედეგებმა და ვერც საპროტესტო აქციებმა. „ქართული ოცნების“ წევრები პოლიციის მრავალშრიანი კორდონის გაძლიერებული დაცვით შევიდნენ პარლამენტის შენობაში.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამი ახალი მინისტრი წარადგინა: საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს - დავით სონღულაშვილი.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტარები 2025 წლიდან 2,5-ჯერ გაზრდილ ხელფასს აიღებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიიღო.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში, 26 ნოემბერს, ვერბალურ ნოტას გაუგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენის დაზიანების გამო.
„ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის 25 ნოემბერს ჩასატარებლად ემზადება, ხელშემშლელი ფაქტორების, მრავალმხრივი უთანხმოებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად.
რუსეთში სიკვდილიანობის ზრდისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე, იზრდება როგორც ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ალკოჰოლის წარმოება-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.მოსკოვს არჩევანის გაკეთება უწევს ნახევრად „მშრალ კანონსა“ და ლიბერალურ მიდგომას შორის.
ჩამოტვირთე მეტი