2016 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინებით, სამომავლო გეგმებითა და პროცესების დაგვირგვინების იმედებით იყო აღსავსე.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არც ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან იმ ახალი სანქციების პასუხად, რომლებიც ვაშინგტონმა რუსეთს დაუწესა, მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.
დასავლეთის განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ხანს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოპულისტური პარტიები, რამაც, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ღია საზღვრებისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
25 წელი შესრულდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან. 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის არსებობის შეწყვეტის თაობაზე.
მწვავე დებატები გამოიწვია ავღანელი მფრინავი ქალის, ნილოფარ რაჰმანის, გადაწყვეტილებამ ავღანეთის საჰაერო თავდაცვის რიგებიდან წამოსვლისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოპოვების მცდელობის შესახებ.
მაკედონიის სახელმწიფო საარჩევნო უწყებამ დაასრულა ხმების დათვლა ქვეყნის მნიშვნელოვან უბანზე, რომელსაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა მანდატების გადანაწილება მაკედონიის პარლამენტში. შედეგები ცნობილია, თუმცა ფიქრობენ, რომ ვერც ვადამდელი და ვერც განმეორებითი არჩევნები ვერ შეძლებს იუგუსლავიის ამ ყოფილ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available