ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი, 15 მაისს რუსეთში ჩავა, სადაც ვლადიმირ პუტინთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, სტარტს მისცემს ე.წ. „სოჭის დიალოგის“ დაწყებას.
ანანომ ჯერ კიდევ ორსულობისას გადაწყვიტა, რომ დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში შვილს არ აცრიდა. ელენე 1 წლის იყო, როცა დიფთერია-ტეტანუსი-პოლიომიელიტის აცრა გაუკეთდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) იციან, რომ არც თუ იშვიათად მათ საქმიანობას საქართველოში პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. რადიო თავისუფლებას ICC-ს სპიკერმა, ფადი ელ აბდალამ განუცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება ყველა იმ ქვეყანაში იყო და არის, სადაც ტრიბუნალს დანაშაულების გამოძიება უწევს.
ვიდეოკლიპს 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებლად იყენებს „საქართველოს უკვდავი პოლკი“.
„ჭაობის საქმის“ ერთ-ერთი მონაწილე, ილია გუშინი, რომელმაც 2,5 წელი კოლონიაში გაატარა, რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს, რის შესახებაც მან Current Time-თან საუბრისას განაცხადა.
30 აპრილს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო სამხედრო ამბოხების მოწოდებით გამოვიდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადასაყენებლად, ვენესუელაში გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი.
დევნილობაში მყოფი უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მისი და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვის საერთო გამარჯვებაა.
აშშ-ის სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის, ანგარიშში, რომლის შემოკლებული ვერსია აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 18 აპრილს გამოაქვეყნა, ორი ქართული გვარი გვხვდება - რცხილაძე და ყაველაძე.
ევროსაბჭოში გაწევრიანება საქართველოსთვის ისტორიულ მოვლენად მიიჩნევა. ამ მოვლენას კი, სამუდამოდ დაუკავშირდა ქართველი პოლიტიკოსის,ზურაბ ჟვანიას სახელი.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღით ჩაკეტვის შემდეგ, დღეს უკვე გახსნილია და იქ მსურველებს მისვლა თავისუფლად შეუძლიათ.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available