6 თებერვალს სოფელ ხაიშში იკრიბებიან მესტიაში შემავალი ჩვიდმეტივე თემის უხუცესები, რომლებიც ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციის შემუშავებას შეეცდებიან.
მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე ამბობს, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში მის წინააღმდეგ აბსურდული შინაარსის ცრუ ბრალდებები ქვეყნდება.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება.
5 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მირონ ფირცხელანი, ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“ კანონპროექტში შესულ ცვლილებებს, რომელიც ძალაში 1 მარტს შედის, უკვე აპროტესტებენ ზუგდიდში, ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები.
ადგილობრივ ფერმერებს ვაშლის მოსავალი სარდაფებში აქვთ შენახული, ძლიერი ყინვის გამო მათ ყუთების შეფუთვა დაიწყეს. ხილის მოყინვის შემთხვევაში მოწეული მოსავალი გადასაყრელი გახდება.
4 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა.
4 თებერვალს სოჭში გაემგზავრა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის ნაწილი, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის შემადგენლობით.
4 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი.
ეკოლოგების თვალსაზრისით, ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სოჭის ოლიმპიადა განსაკუთრებით ძვირი დაუჯდა რეგიონის ერთ დროს სუფთა ბუნებას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ყინვა კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება და კვირის ბოლოს ტემპერატურა მოიმატებს.
3 თებერვალს საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე, ჩვენება ნინო ბურჯანაძემ მისცა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available