წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს.
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში სოფლებიდან სამკურნალოდ დღეგამოშვებით მიდიან, გამგეობისგან ფინანსურ დახმარებას ან ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითხოვენ.
მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად ბრალი წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას.
ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში დასაქმებული ქართველი მასწავლებლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას ითხოვენ.
გურამ ოდიშარიას ჩასვლამ ბოლნისის რაიონში და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად განმუხტა დაძაბული ვითარება.
ის, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა, უკვე კარგა ხანია, განსჯის საგანია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამაზე აღარავინ დავობს. ქუჩაში ჩატარებული სახელდახელო გამოკითხვაც კი ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით მამაკაცები დაჟინებით იმეორებენ, ამგვარი ძალადობა არ არსებობს და ამის შესახებ არაფერი გვსმენიაო.
23 აპრილს რადიო „თავისუფლების“ დილის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, მაკა გიოშვილი.
ხვნის ბარათით სარგებლობა პირველ ნოემბრამდეა შესაძლებელი. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფერმერთა გარკვეულმა ნაწილმა ხვნის ბარათები სახელმწიფოს უკან დაუბრუნა.
საქართველო იმუნიზაციის ევროპულ კვირეულს უერთდება. 22 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში გასტანს საინფრომაციო კამპანია „აცერი და დაიცავი“.
კარალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში ათეულობით კოტეჯს იატაკი ჩაენგრა. იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას ითხოვენ.
მაყურებლის ზრდასთან ერთად იზრდება სერიალების ხარისხი, უფრო ხშირად ჩნდებიან სერიალებში ცნობილი მსახიობები. ამასთან, ვხვდებით მეტ ძალიან კარგ დაბალბიუჯეტიან სერიალსაც.
22 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available