რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მეგობრებს მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე, კონფერენციებსა და დაბადების დღეებზე შევხვდებოდი, ალბათ არ დავუჯერებდი. ცხოვრების დაჩქარებული რიტმის ეს უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის იქცა პრობლემად.
როგორ გავაკეთოთ კარგი ბლოგი? მართალია, ამის ფორმულა შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ დამწყებებს, ახალგაზრდებს - და არა მარტო ახალგაზრდებს - შეუძლიათ იხელმძღვანელონ იმ ადამიანების გამოცდილებით, რომლებმაც კარგი ბლოგის გაკეთება უკვე მოახერხეს.
ირმა ნადირაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წყაროს მიერ მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტში საუბარია თანამდებობის პირთა მიერ გასული წლის დეკემბრის თვეში მიღებული „დაუჯერებლად მაღალი“ ანაზღაურების შესახებ.
9 მაისს, დაახლოებით 3 საათისთვის, რამდენიმე ახალგაზრდამ გორის ცენტრში სტალინის ბიუსტი მიიტანა და იმ ადგილას დადგა, სადაც 2010 წლის ივნისამდე საბჭოთა ბელადის მონუმენტი იდგა.
17-მდე გაიზარდა ცხინვალის რეგიონის საუკუპაციო ხაზთან საჩხერის მიმართულებით ბოლო ხანს დაკავებულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა.
9 მაისს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ლევან ტაბიძეს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
9 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი, გიორგი გიგოლაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც ოპოზიციური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
8 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნათია იმნაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი.
ომბუდსმენმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო 2013 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის ერთი თავი - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“.
სოფლების - კორბოულისა და გორისას მცხოვრებლები სოფლის განაპირას ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი დააკავეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available