დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მესამე დღეა სოხუმში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. სოხუმში მცხოვრებთა საპროტესტო მუხტი არ შეხებია რეგიონის სხვა ქალაქებსა თუ სოფლებს.
სოხუმში ისევ დაძაბულობაა, რომლის განმუხტვაც ვერ მოახერხეს მოსკოვის წარგზავნილებმა. ძალაში რჩება ოპოზიციის მოთხოვნა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე.
პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით დაამტკიცა ხუთ კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შეეხება.
28 მაისს გარდაბნის რაიონულ ცენტრში მომხდარ ჩხუბს, რომელშიც რამდენიმე ათეული ახალგაზრდა მონაწილეობდა, გარდაბნის რაიონული პოლიცია იძიებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო.
27 მაისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოაქვეყნა გამოკვლევა „არაეთიკური ნარკოპოლიტიკა“ - ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი.
28 მაისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ის აქტიურად არის ჩართული შსს-ოს იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.
პოლონეთის ბოლო კომუნისტი ლიდერი, გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი, კვირას, 25 მაისს, 90 წლისა გარდაიცვალა. ომის შემდგომი პერიოდის პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე სადავო მმართველი შორეულ ციმბირშიც იყო.
თბილისში ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს და თეოლოგ ნოდარ ლადარიას.
„ბექა კრიმინალი არ არის“ - ამ წარწერას ნახავთ თბილისის ქუჩებში, წააწყდებით სოციალურ ქსელშიც, სადაც ეს სიტყვები ბექა წიქარიშვილის მხარდამჭერი კამპანიის მთავარი სლოგანია.
ქართული და აფხაზური მხარეები 21 წლის წინ დაკარგულ ადამიანებს, ”წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ერთმანეთთან შეთანხმებით ეძებენ.
27 მაისს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available