კომპანია „ინტერტრანსის“ მუშაობით უკმაყოფილო რუსთაველებმა - დაახლოებით, 15-მა ადამიანმა - 20 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავში, იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს რუსთავის მერიისკენ.
ჩოგბურთის აკადემიის პრეზიდენტი ლეილა მესხი ლაპარაკობს ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერასა და წარმატებებზე.
თხილის კულტურის გადარჩენის მიზნით სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია “კარდაკარის” პრინციპით იმუშავებს.
5 დღის განმავლობაში გაუჩინარებულ გოგოს პოლიციამ 17 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მიაკვლია. იმის გამო, რომ ოჯახის წევრების რისხვის ეშინია, გოგო ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველო ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის ევროკავშირმა და ლაგოდეხის მერიამ, ერთობლივად, „ფიტნეს კლუბის“ პროექტი დააფინანსეს, თუმცა ირკვევა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის გამო „ფიტნეს კლუბმა“ მუშაობა შეაჩერა.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი მთავარი დარღვევა საჯარო მოხელეების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არაერთი შემთხვევაა.
ბუდაპეშტში საჭიდაო ხალიჩები გაშალეს. 20-28 ოქტომბერს უნგრეთმა 2018 წლის უმთავრეს შეჯიბრებას, მსოფლიოს ჩემპიონატს, უნდა უმასპინძლოს. თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება.
რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის 84-ვე საარჩევნო უბანზე გაკრულ ე.წ. კედლის სიებს ამომრჩევლები არ ეკარებიან და არც საკუთარი თავის გადამოწმებას ჩქარობენ. თუმცა, როგორც საოლქო კომისიაში აბობენ, სიები აუცილებლად დაზუსტდება.
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლს შორის უახლეს დავას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ბელორუსიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლის გაძლიერება, ფიქრობს ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, დიაკვანი ანდრეი კურაევი.
ყვითელი ავტობუსის გამონაბოლქვი და, განსაკუთრებით, გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის რუტინად არის ქცეული.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე პოლიტიკურ პარტიათა რიცხვი კი მთლიანობაში აღემატება გაერთიანებული ოპოზიციის 10 სუბიექტს.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available