გამოძიება დაკავებულებს ედავება უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამო.
თავისი წევრებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზების პარალელურად, არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნება“ დაპირებების გაცემასა და ადრე განაწყენებული ჯგუფების გულის მოგებასაც ცდილობს.
სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში იქნა მხილებული.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დანაშაულს არ აღიარებენ.
პატრიკისთვის საქართველოს ამბავი ათი წლის წინ CNN-ის ყურებისას დაიწყო, როცა ტელევიზორში ახალი ამბავი მოისმინა - საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრნენ.
"პოლიტიკური სისტემა ან საზოგადოება რამდენად თავისუფალია, რომ მას ჰყავდეს თავისუფალი მედია?", - ასე სვამს კითხვას შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რომელიც 2 ნოემბერს კონფლიქტოლოგ თინათინ ასათიანთან ერთად სტუმრობდა "დილის საუბრებს".
ანდრეა პირლო თბილისშია. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თბილისს 2 ნოემბერს ესტუმრა, საქმიანი ვიზიტით. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი „ევროპაბეთთან“ გააფორმებს კონტრაქტს და ამ კომპანიის სარეკლამო სახე გახდება. კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებიან ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ექსპერტებისთვის უდავოა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დისკრედიტაცია რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგიის ინტერესებში შედის და ყალბი ინფორმაციების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ.
გამოქვეყნდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას ასახავს. საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რუკაზე თავისუფალ ქვეყანათა სიაში მოხვდა 25 ქულით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი 45-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ამ კრედიტს მაუწყებლის მენეჯმენტი ტექნიკური გადაიარაღებისათვის დახარჯავს.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available