თბილისში 4 ათასი მშენებარე ობიექტია. სახელმწიფო მაკონტროლებელი სტრუქტურები თანხმდებიან, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება ძალიან ცუდია.
საქართველოში ბატატის - იმავე ტკბილი კარტოფილის - მოყვანა დაიწყო. 81 წლის კახელი ფერმერი მიმდინარე წლის აგვისტოში 60-დან 80 ტონამდე მოსავალს ელოდება.
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მსოფლიო მართლმადიდებელი ოჯახის წევრ ეკლესიებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დუმილი დღემდე არ დაურღვევიათ.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 15 მაისს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ საკრებულოს უმრავლესობამ არ დაგმო „ზუგდიდში მომხდარი ძალადობები“.
14 მაისს გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ასახულია ზუგდიდში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატისა და მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ინციდენტი, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მხრიდან.
„გამოყენებითი ხელოვნებისა“ და „ქართული ხალხური საკრავების" მუზეუმები არ ეთანხმებიან მათ მიერთებას „საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმთან“.
ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი, 15 მაისს რუსეთში ჩავა, სადაც ვლადიმირ პუტინთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, სტარტს მისცემს ე.წ. „სოჭის დიალოგის“ დაწყებას.
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური კომისიები ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან.
კანის ფესტივალზე ნომინირებული ქართულ-შვედური ფილმის (And Then We Danced) პროდიუსერთან ინტერვიუს შემდეგ მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარმა" გადაწყვიტეს საკუთარი რესურსებით მხარი დაუჭირონ ფილმის გადამღებ ჯგუფს.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით წარდგა ნიკოლოზ შ. - ამ ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველი.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available