2019 წლის პირველი პოპულარული ჰეშთეგის - #10yearschallenge თავდაპირველი მიზანი 10 წლის მანძილზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა გარეგნული ცვლილებების ჩვენება იყო. თუმცა იგივე ჰეშთეგი სხვადასხვა ორგანიზაციებმა იმის საჩვენებლად გამოიყენეს, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო.
ულიფტო შახტები, უმოაჯირო კიბეები, უსახურავო სხვენები, უსახური ფასადები - ახალაშენებული სახლები თბილისში ხშირად ძალიან ძველში აგერევათ.
ქართველი ლიტერატორებიდან აგენტი მხოლოდ რამდენიმეს თუ ჰყავს. მწერლებს თავად უწევთ გამომცემლობებთან ურთიერთობაც და წიგნის პოპულარიზებაც, რის გამოც ზარალდება მწერალი და ასევე ლიტერატურაც.
ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 19 იანვარს ერთი დღით გაიხსნება. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო და სიის შედგენა დაიწყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა, თუმცა ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით არის შემცირებული. ცვლილებებია სოფლების დაფინანსების წესში.
Human Rights Watch-ის ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს ნაწილში შევიდა ის საკითხები, რომლებზეც თავად ეს ორგანიზაცია წლის განმავლობაში მუშაობდა და აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აკეთებდა აქცენტებს.
ძლიერი ქარის დროს ფეისბუკში შექმნილ გვერდებზე საფრთხის შესახებ წერდნენ ბათუმის სხვადასხვა უბნიდან მრავალსართულიან ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები.
სისტემურია თუ არა ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები? რამდენად უსაფრთხოა გაზგაყვანილობის ქსელი როგორც ახალაშენებულ, ასევე ექსპლუატაციის ვადაგასულ შენობებში?
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა. სამედიცინო დაწესებულების ექიმ ინფექციონისტის ინფორმაციით, მიმდინარე თვეს საავადმყოფოს 49 ადამიანმა მიმართა.
რამდენად საფუძვლიანია საქართველოს საპატრიარქოს ყოყმანი, ცნოს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
16 იანვრის დილას ახსნა ბოქლომი ჯვრის მონასტერს წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა და გაიღო მონასტერი ორდღიანი ჩარაზვის შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available