შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. დედას შსს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
60 ძირი იმერული მუხა და 49 ძირი ძელქვა გადაშენების პირას მყოფი ის სახეობებია, რომელთა მოჭრის ნებართვაც ა(ა)იპ- ასოციაცია „ატუს“ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული დადგენილებით მისცა. ეს ასოციაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს აშენებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოძიების დასრულებას არ დაელოდება და გარიგებული თამაშების საქმეში ბრალდებულ ფეხბურთელებს უახლოეს მომავალში მკაცრად დასჯის.
17-24 მაისს მიმდინარეობს ევროპის ტესტირების კვირეული, რომლის მიზანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელ ევროპაში მოეწყოს ღონისძიებები ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის დროულად გამოვლენის წასახალისებლად.
20 მაისს, სკოლის ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის უფროსკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მოსახლეობის 3% ენდობა საზოგადოებრივ მაუწყებელს - ასეთია ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი. ტელეარხების ნდობის რეიტინგში ასევე 3%-იანი მაჩვენებელი აქვს არაქართულენოვან „აზ ტე-ვეს“.
ჭიათურაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, მარნეულსა და ხულოში 19 მაისს მერის არჩევნები ტარდება.
„სტიგმა არის მთავარი ბარიერი, რომელიც აივ-დადებითი ადამიანების წინაშე დგას. რადგან ეს დაავადება ხშირად გარკვეულწილად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებშია გავრცელებული, ეს ორმაგ სტიგმასთანაც არის დაკავშირებული", - გოჩა გაბოძე, სათემო ორგანიზაცია "ბროწეულის" დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available